Monday, January 8, 2018

მარია მონტესორის მცნებები მშობლებისთვის





ეს მოკლე რჩევები იმედნად მარტივი და იმავდროულად ბრძნულიაყველას დააფიქრებსიტალიელი მარია მონტესორი ცნობილი პედაგოგი და ფსიქოლოგი იყორომელმაც მსოფლიოს რამდენიმე წამყვან პედაგოგთან ერთად ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მეოცე საუკუნეში ბავშვების პედაგოიურ აღზრდაში.
მონტესორის მცნებების სია ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოსასეთ შემთხვევაში ბავშვებთან ურთიერთობასაც ააწყობენ და მათი შვილები უფრო განვითარებულნი და ჰარმონიული პიროვნებები იქნებიან
.


1. 
თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ - ის სწავლობს სხვათა განკითხვას.
2. 
თუ ბავშვს ხშირად აქებენ - ის სწავლობს შეფასებას.
3. 
თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო - ის სწავლობს ჩხუბს.
4. 
თუ ბავშვთან მართალნი არიან - ის სწავლობს სამართლიანობას.
5. 
თუ ბავშვს ხშირად დასცინიან - ის მხდალი გაიზრდება.
6. 
თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოშისადაც თავს დაცულად გრძნობს - შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
7. 
თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ - ის სწავლობსრომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
8. 
თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს - ის სწავლობსსაკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
9. 
თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი - ის სწავლობსიყოს მომთმენი.
10. 
თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ - ის თავდაჯერებულობას იძენს.
11. 
თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას - ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
12. 
ბავშვებს ასწავლის ის გარემორაც მათ მოიცავს.
13. 
პატივი ეცით ბავშვსრომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას.
14. 
არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
15. 
ეცადეთბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთისერომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს.
16. 
ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვსრომელიც თქვენ მოგმართავთ.
17. 
მზად იყავით ბავშვის დასახმარებლადრომელიც რაღაცას ეძებს.
18. 
დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაშირაც მანამდე ვერ აითვისაეს გააკეთეთ ზრუნვითმოთმინებითსიმშვიდით და სიყვარულით.
19. 
ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები - მას შესთავაზეთ საუკეთესორაც თვით თქვენშია
                                 

No comments:

Post a Comment