Monday, January 8, 2018

1924  წელს  გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის ქალიშვილს- ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა „ჩვენი დროის  ათი მცნება“.  

მწერლის მიერ მომავალი თაობისათვის დატოვებული ეს შეგონება მარად უნდა გვახსოვდეს და ხშირად შევახსენოთ ჩვენს შვილებს.



                                                              

ჩვენი დროის ათი მცნება

1. შენ ხარ მარადიულიგანუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი 
მშობელი საქართველოსი.
 2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერიახოლო მისი მეგობარიშენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერირაც გაქვს და გექნებაშენი სიცოცხლეც კიშენს მამულს 
ეკუთვნისშენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
 5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიეისე იცხოვრევითომ 
ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინიკერპი გული და
 ურჩი სურვილები.
7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებითზარმაცობაცუღლუტობასიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.
 8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარმშობლებს ყველაფერი დაუჯერე.
 იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათჯერჯერობით საკუთარ ჭკუასჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.
9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლემაგრამ ნუ
 გადააჭარბებარ გაამაყდე.

 10. ბოლოს და ბოლოსყოველთვის სჯობს სამი რამპირველი – შრომამეორე – შრომა და მესამე – შრომა.
მარია მონტესორის მცნებები მშობლებისთვის





ეს მოკლე რჩევები იმედნად მარტივი და იმავდროულად ბრძნულიაყველას დააფიქრებსიტალიელი მარია მონტესორი ცნობილი პედაგოგი და ფსიქოლოგი იყორომელმაც მსოფლიოს რამდენიმე წამყვან პედაგოგთან ერთად ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მეოცე საუკუნეში ბავშვების პედაგოიურ აღზრდაში.
მონტესორის მცნებების სია ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოსასეთ შემთხვევაში ბავშვებთან ურთიერთობასაც ააწყობენ და მათი შვილები უფრო განვითარებულნი და ჰარმონიული პიროვნებები იქნებიან
.


1. 
თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ - ის სწავლობს სხვათა განკითხვას.
2. 
თუ ბავშვს ხშირად აქებენ - ის სწავლობს შეფასებას.
3. 
თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო - ის სწავლობს ჩხუბს.
4. 
თუ ბავშვთან მართალნი არიან - ის სწავლობს სამართლიანობას.
5. 
თუ ბავშვს ხშირად დასცინიან - ის მხდალი გაიზრდება.
6. 
თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოშისადაც თავს დაცულად გრძნობს - შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
7. 
თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ - ის სწავლობსრომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
8. 
თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს - ის სწავლობსსაკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
9. 
თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი - ის სწავლობსიყოს მომთმენი.
10. 
თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ - ის თავდაჯერებულობას იძენს.
11. 
თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას - ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
12. 
ბავშვებს ასწავლის ის გარემორაც მათ მოიცავს.
13. 
პატივი ეცით ბავშვსრომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას.
14. 
არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
15. 
ეცადეთბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთისერომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს.
16. 
ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვსრომელიც თქვენ მოგმართავთ.
17. 
მზად იყავით ბავშვის დასახმარებლადრომელიც რაღაცას ეძებს.
18. 
დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაშირაც მანამდე ვერ აითვისაეს გააკეთეთ ზრუნვითმოთმინებითსიმშვიდით და სიყვარულით.
19. 
ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები - მას შესთავაზეთ საუკეთესორაც თვით თქვენშია