Sunday, April 30, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

ჯგუფის ყველა წევრმა წარადგინა თავიანთი პრეზენტაცია. განვიხილეთ თითოეული და მოვისმინეთ შენიშვნები. დავასრულეთ ბლოგი.
ტრენინგი მეტად საინტერესო იყო. შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. დავგეგმავ პროექტებს და ჩემს მოსწავლეებთან ერთად განვახორციელებ.
უღრმესი მადლობა ტრენერს, ქალბატონ მაიას, გაწეული შრომისთვის.




Saturday, April 29, 2017

მერვე დღის რეფლექსია

დღემ საინტერესოდ ჩაიარა. შევავსეთ ფასილიტაციის კითხვარი და ავტვირთეთ ბლოგზე.

Sunday, April 23, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღემ საინტერესოდ ჩაიარა. განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და დაგვევალა პროექტის გეგმის შაბლონის დასრულება. ყველაფერი ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე მივამაგრეთ დრაივის ლინკი. საინტერესო დღისთვის მადლობა ტრენერს.

Saturday, April 22, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგი  დატვირთული იყო საინტერესო თემებით და დავალებებით. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე, ასევე განვიხილეთ   ჩვენი კოლეგის პროექტის გეგმის შაბლონი და შევეცადეთ ჩვენი გეგმების შაბლონები ჩაგვესწორებინა. დასასრულს, განმავითარებელი კომენტარით შევაფასე მარიამ სულხანიშვილის პრეზენტაცია.

მოსწავლის პრეზენტაცია

Saturday, April 8, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. მომწონს ტრენერის პროფესიონალიზმი. განვიხილეთ ბუკლეტის სხვადასხვა ნიმუში. გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,დავასრულეთ შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები). დასასრულს,ტრენერმა შემდეგი შეხვედრისთვის მოგვცა დავალებები. საინტერესო დღისთვის მადლობა ტრენერს.

მეოთხე დღის რეფლექსია

დავიწყეთ ბუკლეტის დამზადება. მოვიძიეთ სურათები ბუკლეტისათვის. ასევე, ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსებაზე. შევავსეთ პროექტის მონახაზი, კერძოდ, პროექტის მიზნები და ამოცანები.

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგი საინტერესოდ დაიწყო.ტრენერმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსის მიზანი.დავიყავით ჯგუფებად და შევადგინეთ ტრენინგის კალენდარი.ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.დავგეგმეთ შემდეგი დღე. ტრენერმა მოგვცა შემდეგი დღის დავალებები. 1.განგვეხილა ინტელის რესურსებიდან ერთი პროექტის გეგმა და მისი რესურსები. 2.მოგვეფიქრებინა საპროექტო იდეა.